გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ოკეანის წყლის თვისებები
| ||||||||||||||||
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური. VII2 კლასი
| ||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ მყავს.
| ||||||||||||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი ხელს შეუწყობს,მოსწავლემ შეძლოს ოკეანის წყლის თვისებების შესწავლით გააცნობიეროს ოკეანის მარილიანობა,ტემპერატურა განედების მიხედვით , ოკეანური დინებები (ცივი,თბილი),რომელიც ხელს უწყობს ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას;
გაიგოს წყლის ძალა, მისი გამოყენება ჰიდროელექტროსადგურებში;
შეიმეცნოს ოკეანე-როგორც საგანძური ,სადაც მოიპოვება ყველაზე დიდკარატიანი მარგალიტები და იშვიათი შავი მარგალიტი-მარჯანი, ნავთობი და ბუნებრივი აირი.
| ||||||||||||||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
| ||||||||||||||||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან დედამიწის კლიმატური სარტყლები,ატმოსფერული ნალექებისა და ტემპერატურის სეზონური ცვალებადობა, მარილიანობა. ზედაპირული და გრუნტის წყლების რეჟიმი, წყლის ბრუნვა, მსოფლიო ოკეანე და მისი ნაწილები,შელფური ზღვები, ოკეანური და წყალქვეშა ქედები.
| ||||||||||||||||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით.
განმავითარებელი შეფასებებით.
წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით.
| ||||||||||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
დაფა,ცარცი, სახელმძღვანელო, ნახევარსფეროების რუკა, წინასწარ მომზადებული ცხრილის ნიმუშები, სასკოლო ატლასი, შეფასების რუბრიკა. სლაიდი
| ||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
I ფაზა-გამოწვევა-10 წთ.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს უპასუხონ მის მიერ დასმულ კითხვებს:
პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ მათთვის ცნობილი ზღვები. პასუხები იწერება დაფაზე
II ფაზა-გეოგრაფიული კვლევა-20 წთ.
1.მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მათ მიერ ჩამოთვლილი ზღვები ოკეანეების აუზების მიხედვით
დააჯგუფონ ცხრილში.
პასუხების მოსმენა ხდება შერჩევით
2.მასწავლებელი ყოფს კლასს 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს დაარქმევს ოკეანის სახელს და მისცემს დავალებას მათ მიერ უკვე შედგენილი ცხრილიდან ამოარჩიონ ,,თავიანთი ოკეანის“ სამი ზღვა, რომლებიც სხვადასხვა განედში მდებარეობენ და შესაბამისი თემატური რუკების (მსოფლიო ოკეანის წყლის მარილიანობის(ნახ.41.1-41.-2. მსოფლიო ოკეანის წყლის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურა) და ნახევარსფეროების რუკის გამოყენებით დაადგინონ: ა)როგორია ამ ზღვების წყლის მარილიანობა და ტემპერატურა; ბ)როგორ იცვლება ოკეანის წყლის მარილიანობა და ტემპერატურა განედის მიხედვით?
კლევის შედეგები შეიტანონ ცხრილში:
ზღვების წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა და მარილიანობა
დასკვნა:
კვლევის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.
III ეტაპი-გაკვეთილის შეჯამება-8წთ
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი შეაჯამებს ჩატარებულ აქტივობებს. ყურადღება გამახვილდება მოსწავლეთა მიერ გეოგრაფიული კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნაზე, თუ როგორ იცვლება მსოფლიო ოკეანის წყლის ტემპერატურა და მარილიოანობა განედების მიხედვით.
შეფასება-5წთ
საშინაო დავალების მიცემა-2წთ
მასწავლებელი მისცემს დავალებას მოსწავლეებს:ა) 41.1 და 41.2 ნახატების მიხედვით , მოსწავლეებმა დაადგინონ , როგორ იცვლება მსოფლიო ოკეანის წყლის მარილიანობა და ტემპერატურა ჩ.გ. 10 0-იანი და ს.გ. 450- იანი პარარალელების გასწვრივ.
ბ)ნახ.41.2-ის მიხედვით დაადგინონ, სად გადის აისბერგის გავრცელების საზღვარი
| ||||||||||||||||
No comments:
Post a Comment